კომპანია არქიდეას მიერ შექმნილი კონცეფცია- სკოლა GMT- ისთვის, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის და ფუნქციური დიზაინის შერწყმით არის შექმნილი. შენობის ფასადი შედგება ვერტიკალური ხის პანელებისგან, რაც ამარტივებს ბუნებრივი განათების შეღწევას შენობაში და ამავე დროს სივრცეს იცავს მზის პირდაპირი სხივებისგან. ფასადზე მიდგმული წითელი კიბე კი წარმოადგენს შენობის მთავარ სახასიათო ელემენტს, რომელიც ვიზუალურად გამოყოფს სივრცეებს და უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას. შენობის შუშის ფასადი ქმნის ღია და ნათელ ინტერიერს, იდეალურ გარემოს დასვენებისთვის სწავლისთვისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. პირველ სართულზე განთავსებულია: სასადილო სამზარეულო, საკუჭნაო, სველი წერტილები, ხოლო მეორე სართულზე – საკლასო ოთახები და ადმინისტრაციული ზონა. ეზოში მოწყობილია მცირე საფეხბურთო მოედანი, რაც ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკურ აქტივობას და გაჯანსაღებას. შენობის დიზაინი მიზნად ისახავს სასწავლო სივრცეების გაუმჯობესებას და თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების განვითარებასა და შემეცნებითი პროცესის საიამოვნოდ წარმართვას.
საზოგადოებრივი
-
2020
მიმდინარე
- კვ. მეტრი
-
-