ლისი ტოპოგრაფი

არქიტექტურული კომპანი არქიდეა წარმოგიდგენთ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტს. სახლის მთავარი დინამიკა პირველ სართულზე ვითარდება. ვრცელი და ნათელი ჰოლიდან სტუმარი ხვდება ღია ტიპის საერთო ოთახში , რომელიც მოიცავს ძირითად და მცირე სასადილო ზონებს. იზოლირებული, თუმცა სივრცესთან ლოგიკურად დაკავშირებული სამზარეულო, თავისი საკუჭნაოთი, უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს. ეს საერთო სივრცეები პირდაპირ იშლება პირველი სართულის მთავარ ვერანდაზე, საიდანაც სრულად შეიგრძნობა სახლისა და ეზოს მასშტაბი. აქვეა გათვალისწინებული სასტუმრო საპირფარეშო. შიდა სივრცეში, შემინული ვიტრაჟის მიღმა მოწყობილია დახურული აუზი და ჯაკუზი. გარე სივრცეში კი გვხვდება ღია აუზი ჩამოსასრიალებლითა და გადმოსახტომით. გამაჯანსაღებელი ზონა აერთიანებს სველ და მშრალ აბანო-საუნას. ეზოს დაგეგმარება მოიცავს დასასვენებელ პავილიონებს — ერთ დიდ და ორ მცირე ფანჩატურს. ექსტერიერის აქტივობებისთვის გათვალისწინებულია ეზოს საწყობი და დამოუკიდებელი, ზონირებაზე მორგებული სველი წერტილები.

სახეობა

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

მდებარეობა

ლისი

წელი

2026

სტატუსი

მიმდინარე

ფართი

- კვ. მეტრი

მომხმარებელი

კერძო პირი

არქიტექტორთა გუნდი

-

ახალი პროექტები