საცხოვრებელი სახლი ბელიაშვილზე

კომპანია ARCHIDEA წარმოგიდგენთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტს, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე დიღომში. პროექტი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტებით, როგორიცაა: ფასადზე გამოყენებული მასალები, ოვალური ფორმები, მინის დიდი ვიტრაჟები, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას საცხოვრებელ სახლებში. გეგმარება ორიენტირებულია საცხოვრებელი სივრცეების ფუნქციონალურობაზე, რაც იძლევა სივრცის ეფექტურ გამოყენებასა და საუკეთესო ორიენტაციას. მინის მასალის გამოყენება და სწორი ხაზები ხაზს უსვამს თანამედროვე დიზაინს, ხოლო მრუდი ფორმები ზრდის ვიზუალურ მრავალფეროვნებას და არბილებს მოცულობის მასიურობას. შენობები ინტეგრირებულია გამწვანებულ ურბანულ გარემოში, რომელიც მოიცავს პარკებსა და მწვანე ზონებს. ეს აუმჯობესებს მიკროკლიმატს და ხელს უწყობს მცხოვრებთა კეთილდღეობას. პროექტის მთავარი პრიორიტეტებია საცხოვრებელი კომფორტი, ეკოლოგიური ხარისხი და სივრცის პრაქტიკულობა.

სახეობა

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი

მდებარეობა

თბილისი

წელი

2025

სტატუსი

მიმდინარე

ფართი

- კვ. მეტრი

მომხმარებელი

-

არქიტექტორთა გუნდი

-

ახალი პროექტები